Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთაგან (მაგისტრატურა) 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საფაკულტეტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევის საფაკულტეტო წესისა და საუნივერსიტეტო დაფინანსების  კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  №47/01-01 ბრძანების 1-ლი, მე-2 და მე-8 ნაწილების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 20 ოქტომბრის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“  № 183/01-01 ბრძანების მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შერჩევა, შეფასება განხორციელდეს სტუდენტთა 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის აკადემიური შედეგების საფუძველზე, რომლებსაც აღნიშნულ  სემესტრში შესრულებული აქვთ მინიმუმ 30 კრედიტი.
2.    უნივერსიტეტის 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა განაწილდეს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო პროგრამებზე დარეგისტრირებულ სტუდენტებზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 21 მარტის N47/01-01 ბრძანების მე-8 პუნქტის „ა“ , „გ“ და „დ“  ქვეპუნქტებით დადგენილი წესის გათვალისწინებით.
3.    2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა გაიყოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობაზე, გარდა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მქონე სტუდენტებისა. მიღებული რაოდენობა გამრავლდეს მიმდინარე სემესტრში სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობაზე და გადანაწილდეს სემესტრულად სამაგისტრო პროგრამების მიხედვით 2015-2016  სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში საუკეთესო აკადემიური შედეგების მქონე სტუდენტებზე. 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული მაგისტრანტების შემთხვევაში დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა მოხდეს სპეციალობის გამოცდის ქულის გათვალისწინებით.
4.    წინა პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური შედეგების რეიტინგული მონაცემები (საშუალო არითმეტიკული ქულა) დაანგარიშდეს 100 ქულიანი სისტემით.
5.    დამტკიცდეს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების კანდიდატთა შესარჩევი საფაკულტეტო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) თეიმურაზ პაპასქირი - დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ზვიად მურადაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
გ) თინათინ ჩოლოყაშვილი - კანცელარიის უფროსი სპეციალისტი
დ) ომარ ოქროპირიძე - სამართლებრივი სპეციალისტი (იურისტ-კონსულტანტი)

6.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
7.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტის  დეკანი         /ნანი გაფრინდაშვილი/